00:18 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 16:11:14, 2058 ნახვა

სამართალი
პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქე  ზ.თ. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ  ზ.თ.  ბრალდებულ ტ.მ.-ს  ძმას გაეცნო როგორც  პროკურატურის თანამშრომელი და დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაშიიმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან, რის შემდეგაც  დაპირდა, რომ 10 000 აშშ დოლარის და 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ტ.მ.-ს  საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. დაზარალებული ზ.თ.-ს  მოთხოვნას დათანხმდა და 10 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი სრულად გადაუხადა, ხოლო ზ.თ. აღნიშნულ თანხას მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", მე-3 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით,რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე.

პროკურატურა სასამართლოს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს.

საგამოძიებო უწყება საზოგადოებას მიმართავს, მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში,   საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას დაუყოვნებლივ აცნობონ.

 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics