08:21 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-11 17:26:32, 2332 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ტრამპზე: ზრდილობიანი და მუშაობის პროცესში პრაქტიკული ადამიანია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას Ria ავრცელებს.

როგორც პუტინმა განაცხადა, აუცილებლად უნდა მოინახოს შესაძლებლობა, რომ ორმხრივი ურთიერთობები დეტალურად განიხილონ.

ამასთან, კრემლის ლიდერმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ფართო, პირისპირ ფორმატის შეხვედრის გამართვა.

"ეს პირველ რიგში ეხებოდა ჩემი და დონალდ ტრამპის დატვირთულ განრიგს. ჩვენი პროტოკოლები აგვარებდნენ ამ საკითხს, თუმცა ეგრეც ვერ მოაგვარეს. რას ვიზამთ...ამის გამო დაისჯებიან. ამასთან, არაფერი საგანგაშო არ მომხდარა. დღევანდელი სხდომის ფარგლებში მაინც მოვახერხებ დალაპარაკება. საერთო ჯამში, რაც გვაინტერესებდა განვიხილეთ. რა თქმა უნდა პირისპირაც უნდა შევხვდეთ, დავსხდეთ და ჩვენი ურთიერთობების სრული კომპლექსი განვიხილოთ. მით უფრო სალაპარაკო ძალიან ბევრია, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც", - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, ის, რომ ორმხრივი შეხვედრა არ გაიმართა, რუსეთსა და ამერიკას შორის ჯერ კიდევ არსებულ კრიზისულ ურთიერთობაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, პუტინმა ტრამპს "ზრდილობიანი ადამიანი" უწოდა.

"ის ზრდილობიანი ადამიანია და ასევე ძალიან კომფორტულია საერთო მუშაობის პროცესში. შეხვედრის დროს ყოველთვის ძალიან კორექტულად იქცევა", - დასძინა კრემლის ლიდერმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics