14:32 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-11 12:03:39, 2382 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი დაზღვევამ ქალაქში უსაფრთხო მოძრაობის ხელშესაწყობად კამპანია წამოიწყო

თიბისი დაზღვევა მნიშვნელოვან პრობლემას ეხმიანება და მოუწოდებს მძღოლებს, არ მართონ ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში. 

კამპანიის მიზანია შეამციროს საჭესთან ნასვამი მძღოლების რაოდენობა და მათ მიერ გამოწვეული რისკი.

 სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში  572 ავტოავარიის გამომწვევი  მიზეზი,  სწორედ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლები იყვნენ.

კამპანიის ფარგლებში, თიბისი დაზღვევის მომხმარებლებმა რამდენიმე კვირის განმალობაში, SMS-ი მიიღეს, ტექსტით : "უცნაურია, დღეს სულ პარასკევი რატომაა? შეგიძლია, საღამოს გემრიელად გაერთო! მაგრამ, საჭესთან დაჯდომა არც იფიქრო. შენს სახლში მისვლაზე ჩვენ ვიზრუნებ. თიბისი დაზღვევისგან Taxify-ის 10 ლარიანი სასაჩუქრე კოდი გადმოგეცემა! შეიყვანე კოდი TBCinsurance  Taxify-ის აპლიკაციაში და იმგზავრე მშვიდად. #რასაცშენითვერაზღვევ".  მომხმარებლებს კოდის გამოყენება მათთვის  სასურველ დროს  შეეძლოთ.

როგორც თიბისი დაზღვევის  ბრენდ მენეჯერი, ქეთი თევდორაძე ამბობს, კომპანიას სურს, რომ ყველაზე აქტუალურ მომენტში შეახსენონ მძღოლებს, უარი თქვან ავტომობილის მართვაზე, მაშინაც კი, როცა თვლიან, რომ ალკოჰოლის მცირე დოზა აქვთ მიღებული. 

კამპანია მომავალშიც გაგრძლედება და მომხმარებელს პარასკეობით,  SMS-ის საშუალებით შეახსენებს თავს.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა
ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics