21:42 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 16:10:28, 1877 ნახვა

კომენტარი
კალაძე: დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა - განხორციელებული პროექტები შთამბეჭდავია

თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ დავით ნარმანიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა. 

ამასთან, ახლადარჩეულმა მერმა ნარმანიას დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. 

„ვიხილეთ ის შთამბეჭდავი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში 2014 წლიდან განხორციელდა. დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა. დღეს უკვე შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ არსებობს საძირკევი, რომელიც ამ ადამიანმა თბილისის მერიაში შექმნა, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ის პროექტები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დასახელდა, თბილისელების ჩართულობითა და აქტიურობით განხორციელდება.  

„მზად ვართ, შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს თბილისელებეს აწუხებთ. ასევე, მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მიდგომებით, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა. 

კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics