19:57 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 19:13:15, 1601 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი მშვიდობიანად დაინგრევა

ეს უმშვენიერესი ადგილი შეგვახსენებს, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე განაცხადა, სადაც ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, როცა ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული, სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით, შესაძლებელია ასეთი შედეგის მიღწევა.

„მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა. 2017 წელი გერმანია-საქართველოს წელია და გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ორად ჰყოფდა, ასევე საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა და დაინგრევა ასევე მშვიდობიანად, ხაზს ვუსვამ, ვინაიდან ყოველთვის, როდესაც ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული, სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით შესაძლებელია ასეთი შედეგის მიღწევა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ გერმანია-საქართველოს წელს, ასევე, მომავალ წელს გვაქვს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 100 წლის წინ გერმანიის როლი ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებში. გერმანელი ხალხისადმი საქართველო, რა თქმა უნდა, გამოხატავს მადლიერებას 2018 წლის 26 მაისს. საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ღრმავდება. მომავალ წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველო არის საპატიო სტუმარი და ჩვენ დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ამ ორ ერს შორის ძმობისა და ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია. გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ კედელი იქნება სიმბოლო იმისა, რომ ერთ დღეს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, რადგან ეს ფრაგმენტი აჩვენებს, რომ არაფერია შეუძლებელი, მთავარია მოთმინება. ღონისძიებას თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია და ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, ასევე საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ცერემონია დასრულდა კონცერტით, რომელზეც შესრულდა ცნობილი კომპოზიციები, რომლებიც ბერლინის კედელს მიეძღვნა ან ბერლინის კედლის ფონზე სრულდებოდა.

შეგახსენებთ, რომ საჩუქარი, საქართველოს მთავრობის მეთაურს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას გადაეცა, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო. პრემიერ-მინისტრმა გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics