17:06 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 21:58:15, 1044 ნახვა

სპეციალური ანონსი
9 ნოემბრის ანონსი

09:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების ხელშეწყობის მიზნით გამართულ პოლიტიკურ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას.

10:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კახა კალაძესთან ერთად სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
თემა: დამსწრე საზოგადოების ინფორმირება მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებაში, ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები“ ცვლილებების შეტანის შესახებ.

10:30 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოსამართლო კანდიდატთა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის მსმენელთა XIII ჯგუფის 21 მსმენელს სერტიფიკატებს გადასცემს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე.
მის: ნოდარ ბოხუას ქ. #19, იუსტიციისუმაღლესი სკოლა / საკონტაქტო ტელ.: 599 75 75 36

10:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს პარლამენტის მასპინძლობითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, კონფერენცია „შრომითი უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი“ გაიმართება, რომელსაც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გახსნის.

10:30 საათზე, დაკავებული ადვოკატის, გოგა ონიანის საქმეზე დაზარალებული დავით შათირიშვილი და მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო ტელ.: 599726565

11:00 საათზე, უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობა.

11:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომლის მიზანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის გამოცდილების შეჯამება. შეხვედრაზე პრეზენტაციას გააკეთებენ შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
საკონტაქტო პირი ნოდარ ტანგიაშვილი - 577 498 444
მის.: შალვა დადიანის ქ. #2/1

11:00 საათზე, თბილისის წიგნის დღეები 2017 გაიხსნება, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
მის.: წერეთლის გამზ. #118, გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ს მე - 11 პავილიონი.
საკონტაქტო პირი თინა ლაღიძე - 595 25 29 73

11:30 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ორგანიზაცია WEG-ი შეხვედრას გამართავს.
თემა: „საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელება და მონიტორინგის ეფექტური სისტემები“. შეხვედრაზე მოხსენებებს გიორგი ჩიქოვანი, ირინა მილორავა და იანეს კოპაჩი გააკეთებენ.
საკონტაქტო ტელ.: 598 21 22 25

12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადახედვის საქმეზე, სასამართლო პროცესი განახლდება.
მის.: გრ. რობაქიძის გამზ. #7ა
საკონტაქტო გიორგი ზოიძე - 599 291202

13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
თემა: „კომიტეტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ასპექტები“.
მის.: თბილისი, პარლამენტი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

13:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

17:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შექმნილი IV სამუშაო ჯგუფის (მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა) შეხვედრა გაიმართება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics