02:10 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 11:17:13, 1767 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დაიწყება

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება.

 ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებმა 12 ოქტომბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადეს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა   „გადასახადის გადამხდელთა კავშირთან" შეხვედრისას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებული წინასამშენებლო სამუშაოები შეაჯამეს და ქალაქ ანაკლიის კონცეფცია და სამუშაო პროცესი წარადგინეს.

როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა,

ანაკლიის პორტი  უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და მასზე მუშაობით   ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი რეალობის შექმნა დაიწყო.

„ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები შარშან დავიწყეთ და პირობა დავდეთ, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში უშუალო მშენებლობის პროცესს დავიწყებდით. ეს იყო თავაუღებელი შრომის ერთი წელი, რომელშიც ჩართული იყო მთელი ჩვენი გუნდი, ექსპერტები, საკუთარი საქმის პროფესიონალები და ის მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საზღვაო, ინფრასტრუქტურული, გარემოს შესწავლისა თუ სხვა სფეროებში მსოფლიოში წამყვანნი არიან. ჩვენ შევძელით და ამ მასშტაბური მუშაობის ხარჯზე, დათქმულ დროში შევასრულეთ პირობა.  ახლა კი პროექტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ეს არის უშუალოდ პორტის მშენებლობა", -  განაცხადა  ხაზარაძემ.

მასთან ერთად პორტის პროექტის სამუშაოები შეაჯამეს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის" დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

ღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში ანაკლიის პორტის  სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

წინასამშენებლო მოსამზადებელი ეტაპი 2016 წელს დაიწყო და ამ პერიოდში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები და პროექტები.

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" შეარჩია და გამოავლინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი - მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine. იგი ასევე ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორი იქნება.

 მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა.

დაახლოებით 600-გვერდიან დოკუმენტზე 1 წლის განმავლობაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ერთად საერთაშორისო კომპანია MTBS-ი მუშაობდა.

გეგმა 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი" ხელმძღვანელობს.

„ანაკლია სითიმ", რომელიც 2017 წლის ივნისში დაფუძნდა, ამ დროისათვის უკვე გააფორმა მემორანდუმი სამხრეთ კორეის ინჩეონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან,  კომუნიკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან დაიწყო.

  ტენდერი იმ კომპანიების გამოსავლენად ჩაატარა, რომლებმაც უნდა მოამზადონ   „ანაკლია სითის" ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა.

 წამყვანმა ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაატარა მოსამზადებელი საზღვაო საინჟინრო, მათ შორის, გეოტექნიკური, ტოპოგრაფიული და სხვა კვლევები. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა"  პროექტის განხორციელებადობის ყველა ტექნიკური დაასრულა.

ანაკლიის ნავსადგურის წინასწარი დიზაინი მომზადდა, რომლის შედგენაშიც კონსორციუმთან ერთად ჩართულნი იყვნენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები Moffatt & Nichol-ი, Royal HaskoningDHV-ი და Van Oord-ი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა   მომზადდა  და დამტკიცდა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ნავსადგურის საინვესტიციო ტერიტორიების გამოსყიდვა დაასრულა.

ანაკლიის პორტის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მომზადდა, რომელზე მუშაობის დროსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ჩაატარა 50-ზე მეტი კვლევა პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფლორის, ფაუნისა და საზღვაო ნაწილის შესასწავლად.

 ანგარიშზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის Royal HaskoningDHV და Ecoline International-ი.

ანაკლიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური კვლევები ჩატარდა. 

(NS) 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics