10:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 11:16:09, 1713 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გამოწვევების წინაშე დგას. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციებს და რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით უნდა იმოქმედოს.

"რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ აღმოჩნდა რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. პარალელურად უნდა გავზარდოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, არ შევაჩეროთ ქვეყნის ინტეგრაციული პროცესები ევროპასა და ნატო-ში და გავაღრმავოთ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული რეფორმები. საქართველომ აუცილებლად უნდა გააძლიეროს და აძლიერებს თავის შეიარაღებული ძალებს. ქართული შეიარაღებული ძალები ყოველ ეტაპზე, წარმატებული რეფორმებისა და განვითარების შედეგად, გადადიან უფრო მაღალ ხარისხზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზან ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით. მნიშვენლოვანია ასევე ის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველო ხან ჰიბრიდული ომის, ხან პირდაპირი აგრესიის მეშვეობით, რუსეთის მხრიდან ოკუპირებული და დაზარალებული ქვეყანა, ჩვენ ქვეყანას არ მოუკლია პასუხისმგებლობა როგორც საერთაშორისო მოთამაშეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის შეიარაღებას: 

"არღვევს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ისეთ ჰუმანურ შესაძლებლობებს, როგორიც არის წვდომა განათლებასა და ჯანდაცვაზე". 

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდა. 

"შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხებს გასცემს რუსეთის პოლიტიკას საკუთარი მეზობლების მიმართ. პრივილეგირებული ინტერესების სფეროებად მსოფლიოს დაყოფა წარმოადგენს საშიშროებას არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის, არამედ უფრო გლობალურად. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მისული იმ წერტილამდე, როდესაც ყველას ერთად გვექნება ძალიან მტკიცე და ნათელი პასუხები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით; როდესაც ჩვენი ხმა იქნება უაღრესად კონსოლიდირებული და მტკიცე;

როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას რეგიონის დესტაბილიზაციას დაუპირისპირდება სრულიად მტკიცე და ერთიანი ხედვა, რომელიც მისცემს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების კურსი აირჩიეს, იმის რეალურ და მტკიცე გარანტიებს, რომ ასეთ პოლიტიკას არ ექნება შესაძლებლობა რამენაირად შეარყიოს ჩვენი და რეგიონის სტაბილურობა.

ერთიანი ხედვების, ერთიანი პოლიტიკის, ერთიანი საფუძვლის ძებნის თვალსაზრისით, იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმება ამ დღეებში და კიდევ უფრო კოორდინირებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics