20:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 19:21:32, 2159 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელობას შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ხელმძღვანელს, ჯონათან ნეშს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობაზე საქართველოში. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული კორპორაცია უწევს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების კუთხით, განსაკუთრებით პრიორიტეტული - განათლების რეფორმის მიმართულებით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელობას გაწეული მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლების სფერო და მისი გაუმჯობესება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოს 140 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო, რომელი განათლების სფეროს განვითარებისთვისაა განკუთვნილი. გრანტის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს 100-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება. აგრეთვე, ადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა და მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM).

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა იმ გარემოება, რომ კორპორაციასთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტის მიხედვით, საქართველოში შესაძლებელია ამერიკული განათლების მიღება. საუბარია სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების საქართველოში დანერგვაზე, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტი საქართველოში იღებს იმავე მაღალი ხარისხის ცოდნას, როგორც მიიღებდა სან-დიეგოს უნივერსიტეტში, თუმცა ბევრად ნაკლებ ფასად.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის სამომავლოდ გაგრძელდება და უფრო მეტად ნაყოფიერი და ორმხრივად ხელსაყრელი გახდება.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ  MCC-ის ვიცე-პრეზიდენტი რობერტ ბლაუ, რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმარი და კორპორაციის სხვა პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics