20:49 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 18:53:49, 3655 ნახვა

პოლიტიკა
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე

ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა წარადგინა. აღნიშნულ დასკვნას დღეს ვენეციის კომისიაში გამართულ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი და დაამტკიცეს.

როგორც დასკვნით ნაწილშია ნათქვამი, ვენეციის კომისია საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებას პოზიტიურად აფასებს. გარდა ამისა, კომისიას წარმოდგენილი აქვს რიგი რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად ფუნდამენტურ უფლებებსა და მართლმსაჯულებას ეხება.

"ექსპრესნიუსი" ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას გთავაზობთ:

"51. ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პოზიტიურ შეფასებას. კერძოდ იმას, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და წარმოადგენს პოზიტიურ ნაბიჯს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდირებასა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს.

52. პროპორციული საარჩევნო სისტემის ძალაში შესვლის გადადება 2024 წლის ოქტომბრისთვის ძალიან სამწუხაროა და კონსენსუსის მიღწევის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს. თუმცა, 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაკეთებული დაპირება, განიხილონ პარტიული ბლოკების დაშვება და 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დაწიონ საარჩევნო ზღვარი, მისასალმებელია, რადგან ეს ცვლილებები შეამსუბუქებს პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გადავადებით გამოწვეულ უარყოფით გავლენას.

53. ვენეციის კომისიის მიერ წინა მოსაზრებებში გამოთქმული დადებითი შეფასება, რომელიც ეხებოდა არსებული შერეული პროპორციული / მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებას სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, გაკრიტიკებული იყო სამი მექანიზმის გამო,  რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის გავლენას ზღუდავდა: საკანონმდებლო არჩევნებში 5%-იანი ზღვარი, პარტიული ბლოკების აკრძალვა და გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილება. იმისთვის, რომ პატარა პარტიებისა და პლურალიზმისთვის ეს დესტრუქციული გავლენა შეზღუდული ყოფილიყო, კომისია რეკომენდაციით გამოვიდა გაუნაწილებელი მანდატების განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე მომხდარიყო, რომელმაც არჩევნების პროცესში 5%-იანი ბარიერი გადალახა ან დადგენილი ყოფილიყო მანდატების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც გამარჯვებული პარტია მიიღებდა; და/ან ზღვარი დაწეული ყოფილიყო 2 ან 3%-მდე.

54. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიისთვის შესასწავლად გადაცემულ კონსტიტუციის პროექტში დატოვებულია 5%-იანი ზღვარი 2024 წლის არჩევნებისთვის და პარტიული ბლოკების აკრძალვა, გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წინა სისტემა ჩანაცვლებულია ახალი კომპლექსური სისტემით, რომელიც ინარჩუნებს, თუმცა ზღუდავს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სისტემა ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს აკმაყოფილებს,  რომ სულ მცირე შემცირებული იყოს ბონუსების სისტემის გავლენა, ის მაინც უპირატესობას აძლევს ყველაზე ძლიერ პარტიას იმ ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძლიერ პარტიას უმრავლესობის ქონის ტრადიცია გააჩნია. ბონუსის სისტემა ასევე მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, იმისათვის, რომ კონსტიტუცია მიიღონ.

55. ვენეციის კომისია მტკიცედ მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის დაპირებას, რომელიც გაწერილია 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში, სადაც ნათქვამია, რომ უმრავლესობა განიხილავს, ბონუსის სისტემაზე უარის თქმას და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, გაუნაწილებელი მანდატების სრულად განაწილება მიიღოს. ასეთი სისტემა პარლამენტში პლურალიზმს შეუწყობს ხელს და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი იქნება. ვენეციის კომისია იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ განხილული, არამედ დაუყოვნებლივ მიღებულიც იქნება.

56. რაც შეეხება წინა დასკვნაში, შეტანილ ცვლილებებს, ვენეციის კომისია მიესალმება:

- საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 2/3-ის ხმებით კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნის შემოღებას;

- კონსტიტუციის პროექტის 34 (3) მუხლში პროპორციული პრინციპის ერთმნიშვნელოვან აღნიშვნას,

- საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისას კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნას;

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას; 2024 წლის 31 დეკემბრიდან მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმებას;

- სახალხო დამცველის უფრო გრძელი ვადით (6 წლით 5-ის ნაცვლად) პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მიერ არჩევას,

- კონსტიტუციის პროექტის 30-ე მუხლის სათაურში ბავშვთა უფლებების ერთმნიშვნელოვან ხსენებას.

57. ვენეციის კომისია რამდენიმე დამატებითი რეკომენდაციით გამოდის:

ფუნდამენტური უფლებები:

-კონსტიტუციის პროექტის 22 (2) მუხლის თანახმად ასოციაციის ლიკვიდაციის პირობები უნდა განიხილებოდეს ორგანული კანონით და არა ჩვეულებრივი კანონით, ისევე, როგორც ეს ხდება სხვა ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებისთვის, მაგალითად შრომის თავისუფლებისთვის და პოლიტიკური პარტიების თავისუფლებისთვის;

- რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლების შეზღუდვების კანონიერი მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის მეორე ნაწილს,

- “პოლიტიკური პარტიების ტერიტორიული პრინციპით ჩამოყალიბებას" აკრძალვა უნდა მოიხსნას ანუ გაუქმდეს (23-ე მუხლის მესამე ნაწილი).

მართლმსაჯულება:

- კანონი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ როლს ზღუდავს საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას, უნდა გადაიხედოს,

-უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, პარლამენტის ჩართულობის გარეშე ან საბჭოს წარდგენით მათი პრეზიდენტის მიერ დანიშვნა უკეთესად უზრუნველყოფს მოსამართლეების დამოუკიდებლობას", - ნათქვამია ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-ი - სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია
EU-ის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ
ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
კლევერლი - გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics