08:36 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 12:33:46, 1536 ნახვა

Lifestyle
ლეონარდო დი კაპრიო საკუთარ კუნძულს ეკო-კურორტად აქცევს

ჰოლივუდის ცნობილი ახლა უკვე ოსკაროსანი მსახიობის ლეონარდო დი კაპრიოს კუთვნილ კუნძულზე, რომელიც ბელიზში მდებარეობს ეკო-კურორტი სახელწოდებით  Blackadore Caye მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტაბლოიდები ავრცელებენ.

Blackadore Caye - ზე 68 ვილა და 48 კერძო სახლი განთავსდება, რომელთა ფასი 5-დან 15 მილიონ ამერიკულ დოლარამდე იმერყევებს.

პროექტის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ ეკო-კურორტი ენერგიის მუდმივ თვითგანახლების წყაროზე იქნება დამოკიდებული. იმისათვის, რომ პროექტით გათვალისწინებული მშენებლობებით ბუნებას ზიანი არ მიეყენებინათ, ლანდშაფტის დიზაინერები და ბიოლოგები 12 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ დი კაპრიომ ეს კუნძული 2005 წელს 1,75 მილიონ დოლარად შეიძინა.

ამ პერიოდში აქ მანგოს ტყეების გადანერგვა და ხელოვნური რიფების მშენებლობა განხორციელდა. როგორც პროექტის ავტორები ამტკიცებენ ადამიანი კუნძულზე "ველურ და თავდაპირველ" ბუნებასთან  შერწყმას შეძლებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics