15:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 17:05:16, 2592 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში, ლივერპულის ქუჩიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა

ლონდონის ცენტრში ლივერპულის ქუჩიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ Independent იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი საეჭვო პაკეტი გახდა, რომელის პოლიციამ აღმოაჩინა.

თვითმხილველების თქმით, მეტროსადგურები შეფერხების გარეშე მუშაობენ. მიმდებარე ქუჩები პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა, თუმცა საეჭვო პაკეტის პოვნის შემდეგ, სამართალდამცველებმა კორდონი მოხსეს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის მეტროში 15 სექტემბერს ტერაქტი მოხდა.  მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ვაგონში, ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა, რის შემდეგაც გაჩნდა ხანძარი. ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სკოტლანდ-იარდმა ტერაქტში ეჭვმიტანილი 5 პირი უკვე დააკავა. გარდა ამისა, ბრიტანეთის ხელისუფლება, საფრთხის დონე კრიტიკულამდე აწია, თუმცა 2 დღის შემდეგ სერიოზულამდე შეამცირა.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics