05:59 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 17:38:28, 1777 ნახვა

საზოგადოება
საიდენტიფიკაციო სამაჯურებით სამშობიაროების მომარაგება გრძელდება

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილების საიდენტიფიკაციო სამაჯურებით სამშობიაროების მომარაგებას აგრძელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გოჩა ლორთქიფანიძე და გიორგი პატარიძე „ჩაჩავას“ კლინიკას ესტუმრნენ და ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცეს.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს, და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდენტიფიკაციო სამაჯურებს. შედეგად, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებები ევროპული ხარისხის, ერთნაირი ფორმის, დახვეწილი დიზაინის სამაჯურებით მომარაგდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამაჯურების სრული მარაგი ტენდერის გზით მიიღო ევროპული კომპანიისგან „PDC Healthcare“. კომპანია (http://www.pdcorp.com/) ჯანდაცვის სფეროში გლობალური ლიდერია და სხვა მრავალ სამედიცინო პროდუქტთან ერთად უზრუნველყოფს ახალშობილებისთვის უსაფრთხო, ანტიალერგიული, მაღალტექნოლოგიური საიდენტიფიკაციო სამაჯურების დამზადებას. „PDC Healthcare“-ს ამ სფეროში საქმიანობის 60 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და პროდუქციას მსოფლიოს ინოვაციური საიდენტიფიკაციო სისტემების მეშვეობით აწარმოებს.

„სამაჯურების დამზადება 29 600 ლარი დაჯდა. ერთი სამაჯურის ღირებულება 37 თეთრით განისაზღვრა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის სამსახურის სტატისტიკით, საქართველოში წელიწადში 60 000-მდე ბავშვი იბადება. ამ სამაჯურების დახმარებით მოხდება ახალბედა მშობლების ინფორმირება დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო უწყების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საიდენტიფიკაციო სამაჯურებზე დატანილია წარწერა: „დაბადება რეგისტრირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავენ შვილის პირველ სამაჯურს და ხშირად მას თვალსაჩინო ადგილზე განათავსებენ ხოლმე. სწორედ ამიტომ დაბადების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სტრუქტურა დედებსა და პატარა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საიდენტიფიკაციო სამაჯურებით დაასაჩუქრებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ 20 000-ზე მეტი სამაჯური უკვე დარიგებულია საქართველოს რეგიონების სამშობიარო სახლებში, მათ შორის, ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, ოზურგეთის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სამშობიარო სახლებში, თბილისის „იმედისა“ და „გაგუას“ კლინიკებში. დღეს საიდენტიფიკაციო სამაჯურები „ჩაჩავას კლინიკის“ პატარებმაც მიიღეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებებს მომავალშიც მოამარაგებს“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics