18:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 14:12:57, 2189 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ხელისუფლებამ მოქალაქეები დაშიფრული აპლიკაციის გამოყენების გამო დააკავა

თურქეთის ხელისუფლებამ 75 000 მოქალაქე იმ საბაბით დააკავა და სამსახურებიდან გაათავისუფლა, რომ მათ დაშიფრული სამესიჯო აპლიკაცია ByLock ჩამოტვირთეს, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტები აღნიშნულ ქმედებას თვითნებურსა და უკანონოს უწოდებენ. მათივე შეფასებით, თურქეთის ხელისუფლების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რეპრესიების იმ სერიათა გაგრძელებას, რომლებიც მან გასული წლის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ წამოიწყო.

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, დაკავებულებს კავშირი აქვთ მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულლაჰ გიულენის მოძრაობასთან, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და რომელსაც თურქეთის ხელისუფლება  სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს. თავად გიულენი კი კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახით მის ჩარევას გადატრიალების მცდელობაში.

დაკავებულთა შორის არიან ადვოკატები, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები, სამხედროები, ჟურნალისტები და მწერლები. ივნისში, თურქეთის Amnesty International-ის ფილიალის დირექტორს თანერ ქილიჩს ბრალი წაუყენეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაზე და დააპატიმრეს. ორგანიზაცია Amnesty International-მა თანერ ქილიჩის დაკავებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა: “თურქეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი ერთადერთი მკიცებულება თანერ ქილიჩის დაკავებისას ის იყო, რომ მას 2014 წლის აგვისტოში ტელეფონში აღმოუჩინეს  აპლიკაცია Bylock, რომელსაც, ოფიციალური ანკარის მიხედვით “ ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევართა ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყენებდნენ“. 

“აღნიშნული ბრალდების დასასაბუთებლად არანაირი მყარი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. თავად თანერ ქილიჩი უარყოფს აპლიკაცია Bylock-ის ჩამოტვირთვასა და გამოყენებას. მეტიც, მისი თქმით მან საერთოდ არაფერი იცოდა აღნიშნული აპლიკაციის შესახებ და მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც დაიწყეს მისი მომხმარებლების დაკავებები თურქეთში“.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ByLock ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის მსოფლიოს 41 ქვეყანაში და იგი შედის ყველაზე ინტენსიურად გამოყენებადი აპლიკაციების პირველ 500-სეულში. აპლიკაცია ByLock-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ Apple’s App Store და Google Play-ის მეშვეობით. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics