13:00 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 13:13:36, 3232 ნახვა

სამართალი
2013 წლის 17 მაისის მოძალადეები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

17 მაისის საქმეში ბრალდებული პირების: ბექა სალუქვაძის, ტიტალ დავრიშიანის, ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე) და გიორგი ბასიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არ დაამაყოფილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 

საქმე ეხება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციისთვის ხელის შეშლას, როცა ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ სასულიერო პირებთან ერთად ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ბრალდებულთა ადვოკატი გია ტაბლიაშვილი მიიჩნევს, რომ „სასამართლომ სამართლიანი, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო“

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე გამოვიდა. 2013 წლის 21 მაისს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა დემონსტრაციაში მონაწილე კიდევ ოთხი ადამიანის საქმე და მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, 2015 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქოს სასამართლოში, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, ბრალდებული პირები უდანაშაულოდ სცნო. 

მოგვიანებით პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ერთწლიანი განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
საქსტატი - 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics