21:58 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 15:07:36, 3086 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანი“ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს - „ავღანეთიდან სამხედროები გაიყვანეთ“

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "თალიბანი" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილს უგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Khaama Press ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ღია წერილში "თალიბანი" ტრამპს მოუწოდებს ავღანეთიდან შეიარაღებული ძალები სრულად გაიყვანოს. 

ღია წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ავღანეთში უცხოური შეიარაღებული ძალების არსებობა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ ძალადობასთან. ამასთან, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ავღანეთში აშშ-ის სამხედროებს, "ოკუპაციის ძალებს" უწოდებს. 

"თალიბანის" წევრები მიიჩნევენ, რომ ამერიკა შექმნილ ვითარებაზეა პასუხისმგებელი. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics