19:25 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 10:50:12, 2173 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: მაიკ პენსის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას

„ვიცე-პრეზიდენტის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერას“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საუბრის ძირითადი  თემა უკავშირდებოდა საქართველოს მომავალს, მის უსაფრთხოებას, ნატოში ინტეგრაციას და  შიდა დემოკრატიულ საკითხებს.

„ჩვენი საუბრის დასაწყისის და ძირითადი თემა უკავშირდებოდა  საქართველოს მომავალს, მის უსაფრთხოებას  და ამ კონტექსტში ვიცე-პრეზიდენტის  მესიჯი იყო აბსოლუტურად  მკაფიო და ნათელი, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია  აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  მხარდაჭერას, აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების  მხარდაჭერას და აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას.

ჩვენთვის ეს არის ურთიერთდაკავშირებული საკითხები. იმიტომ რომ  შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის  გადამწყვეტი ჩვენი მომავალი გამთლიანების  პერსპექტივისთვის,  ხოლო ნატოში გაწევრიანებას  ჩვენ განვიხილავთ ზუსტად იმ ნაბიჯს, რომელიც გრძელვადიანად დაიცავს  საქართველოს. ამიტომ ამ თვალსაზრისით ვიცე პრეზიდენტის მარშრუტიც კი სიმბოლური იყო.  ის  აქ ჩამოვიდა ესტონეთიდან.  ქვეყნიდან, რომელიც ასევე იდგა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე და რომელიც დღეს არის წარმატებული ქვეყანა, მხოლოდ  იმიტომ რომ ნატოში გაწევრიანებამ  შეუქმნა მას უსაფრთხოების და  განვითარების გარანტია. აქედან  მიდის მონტენეგროში ქვეყანაში, სადაც  რამდენიმე თვის წინ რუსეთის  ხელშეწყობით და მონაწილეობით  იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება“,-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ბაქრაძემ.

„ამიტომ ამ თავლსაზრისით ძალიან მნიშნელოვანია ქვეყნისთვის, რომ აბსოლუტურად მკაფიო იყო  ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რომ ის გააგრძელებს ნატოში  გაწევრიანების მხარდაჭერას და გააგრძელებს  ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას და დეოკუპაციიის მხარდაჭერას“,-დასძინა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის დიდი ნაწილი ასევე შეეხო შიდა დემოკრატიას.

ბაქრაძის განცხადებით, შტატები საქართველოს გვერდით დაუდგება, მაშინ როდესაც ის იქნება წარმატებული და დემოკრატიული.

„ საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა შიდა დემოკრატიას, ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, შიდა დემოკრატია ეს არ არის საქართველოს შიდა საკითხი. იმიტომ რომ დემოკრატია ეს გახლავთ საუკეთესო რეცეპტი საქართველოს  წარმატებისთვის, საქართველო შევა ნატოში და გახდება  ნატოს წევრი, მაშინ როდესაც  ის იქნება დემოკრატიული.

საქართველოს გვერდით დაუდგება აშშ მაშინ როდესაც  ის იქნება დემოკრატიული. საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა მაშინ როდესაც ის იქნება დემოკრატიული.

ამიტომ ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ქართული დემოკრატიის  პრობლემას, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, სასამართლოს, დევნა, ძალადობა, არაფორმალური მმართველობა, მთელი ჩამონათვალი  საკითხების ეხება არა მხოლოდ შიდა ქართულ პოლიტიკას, არამედ  პირდაპირ ეხება ჩვენს მომავალ პერსპექტივას“,-აღნიშნა ბაქრაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
რატი იონათამიშვილი კანონზე - ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე
კასპში 11 ქუჩა რეაბილიტირდება
შინაგან საქმეთა მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics