10:11 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-30 14:32:23, 2529 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: ეს სამხედრო სწავლება არ არის აგრესიული სიგნალი რომელიმე ქვეყნის მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არავის წინააღმდეგაა მიმართული და მისი მიზანია, საქართველოს დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.

ელჩის განმარტებით, სამხედრო სწავლება არ არის აგრესიული სიგნალი რომელიმე ქვეყნის მიმართ.

აღნიშნული განცხადება იან კელიმ რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„ეს სამხედრო წვრთნები არავის წინააღმდეგაა მიმართული.სწავლების მიზანია საქართველოს დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის სამშვიდობო ოპერაციებში. მათ შორის ავღანეთში. სწავლებაში სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ. ასე რომ, ეს სამხედრო სწავლება არ არის აგრესიული სიგნალი რომელიმე ქვეყნის მიმართ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, განამტკიცოს საკუთარი სუვერენიტეტი“,-აღნიშნა იან კელიმ.

საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას. „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ოპოზიციამ ანტისამთავრობო აქცია გამართა ორბანის პარტიის საყრდენ რეგიონში
შვეიცარიამ რომის პაპი უკრაინაში მშვიდობის კონფერენციაზე მიიწვია
ისრაელში ალ ჯაზირას ოფისები დაიხურა, ადგილობრივ რედაქციაში ჩხრეკა მიმდინარეობს
აშშ-ს საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებადი გამანადგურებელი გამოსცადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics