03:34 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 11:47:50, 2212 ნახვა

პოლიტიკა
პიტერ სიიარტო: უნგრეთი იყო და მომავალშიც იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერი

„ჩვენი სტრატეგიის მიზანი არ არის  მხოლოდ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების წარმატებით განხორციელება, ან ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკაში მონაწილეობა, არამედ ჩვენი საბოლოო მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება. რაც მეტნი ვიქნებით ევროპულ ოჯახში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით. ამიტომაც უნგრეთი იყო და მომავალშიც იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერი“, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პიტერ სიიარტომ სახელმწიფო მინისტრს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა. შეხვედრა უნგრეთში, ქ.ბუდაპეშტში, ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

პიტერ სიიარტომ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში საქართველოს პროგრესის დაფიქსირების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრის ოფისის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებში ბალაჟ მოლნართან, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტამაშ ვარგასთან (მინისტრის მოადგილე) და ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან რიჩარდ ჰორჩიკთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული პროცესები. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ანექსიური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის სტაბილურ განვითარებას.

„ჩვენ ძალიან მალე გვექნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომლისთვისაც ვებზადებით და ამის გარშემო გვინდა კონსოლიდირება მოვახდინოთ პარტნიორების, მათ შორის, უნგრეთის და მე მოხარული ვარ, რომ ისინი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მხარს უჭერენ და ყველა დონეზე აღნიშნავენ- ეს იქნება დეკლარაციული, თუ სხვადასხვა დონის შეხვედრები ბრიუსელსა, თუ ბუდაპეშტში“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ ვიზიტის დასრულების შემდეგ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics