20:52 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 11:32:07, 2474 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ვფიქრობ, ისრაელში ჩემს ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება

„ვფიქრობ, ისრაელში ჩემს ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შემოდგომაზე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე საქართველოში გაიმართება.

„ისრაელში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი  ვიზიტი.   შეხვედრა  გვქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ასევე სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა იერუსალიმის და პალესტინის პატრიარქთან თეოფილოს მესამესთან. ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.

შეხვედრაზე საუბარი  გვქონდა  ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ისრაელმა შეძლო დროის მოკლე მონაკვეთში აეშენებინა ძლიერი სახელმწიფო.

 დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა. შემოდგომაზე შედგება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოში, ასევე  მე  დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი საქართველოში. ის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და მისი ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. დაპატიჟება მიღებულია. შეხვედრა გავმართეთ ქართველ ებრაელებთან. ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო, რომელიც სრულიად ახალ ბიძგს მისცემს ურთიერთობების განვითარებას ‘’,-განაცხადა პრემიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics