18:42 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 17:25:03, 2169 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ძალიან კარგია, რომ უმცირესობა და პრეზიდენტი ერთად არიან, ამას მიჩვეულები ვართ

„ძალიან კარგია, რომ უმცირესობა და პრეზიდენტი ერთად არიან, ჩვენ მიჩვეული ვართ ამას ამ პერიოდის განმავლობაში“,-აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს, უმცირესობის წარმომადგენლებმა, მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საუბრის დასრულებისას ტაში დაუკრეს.

მისივე თქმით,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და ვერც ოპოზიციამ ცვლილებების თაობაზე, კონტრარგუმენტი ვერ დაასახელეს და პოლიტიკური შეფასებებით შემოიფარგლნენ. ირაკლი კობახიძის მტკიცებით,  ცვლილებები საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას ემსახურება.

 „ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ერთია პოლიტიკური გამოსვლები და მეორეა ექსპერტული შეფასება გარკვეული ცვლილებებისა და რეფორმების. ჩვენ დღეს აქ სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან, ვერც ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური შეფასებების გარდა ვერაფერი. ვერანაირი არგუმენტი, ან გამოცდილებიდან გამომდინარე რაიმე დასკვნა, ვერც არგუმენტებზე კონტრარგუმენტები  მოვისმინეთ. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ის ცვლილება, რომელიც ხორციელდება, არის არგუმენტებზე დაფუძნებული და ემსახურება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას. როცა არგუმენტებზე ვერც ერთ კონტრარგუმენტს ვერ ისმენ, ეს გაძლევს ძალიან ცალსახა დასკვნის გამოტანის საშუალებას. ერთადერთი „არგუმენტი“ არის ის, რომ 76 ჯობია 69-ს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია მთელი სითამამით ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიას ამ ცვლილებებით არათუ საფრთხე არ  ემუქრება, არამედ პირიქით, ეს ცვლილებები ემსახურება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ შეაწყვეტინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს სიტყვით გამოსვლა. კობახიძის  თქმით, მისი ვალდებულებაა, ეთიკის სტანდარტები დაიცვას, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ  საჯარო მოხელე პოლიტიკოსთან პოლემიკაში არ უნდა შედიოდეს:

„რაც შეეხება ჩემს ჩართვას, კიდევ ერთხელ განვმარტავ, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ჩემი უფლება და ვალდებულებაა, დავიცვა ეთიკის სტანდარტები. ეთიკის სტანდარტები მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება შედიოდეს პოლიტიკოსთან პოლემიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული საჯარო მოსამსახურე იცნობდეს კანონმდებლობას, მათ შორის იმ ნორმებს, რომლებიც პირადად მას ეხება და არ შეიძლება საჯარო მოსამსახურეს თავისი თავი ეგონოს პოლიტიკოსი, როდესაც კანონში სხვა რამე წერია. ეს არის კიდევ ერთხელ ეთიკის სტანდარტები, რომლებიც უნდა იყოს დაცული პარლამენტის სხდომათა დარბაზი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნა.

პრეზიდენტის აზრით, ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.

საქართველოს პრეზიდენტის ვეტო “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს“ ეხება, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს -  თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა.

“ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს, “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიენიჭა, რომელიც დასაწყის ეტაპზე, ამ სტატუსის მინიჭებას 7 ქალაქისთვის ითვალისწინებდა. იგეგმებოდა პროცესის უფრო გაღრმავებაც.

7 ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს ეხება.

“კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ერთი მხრივ ცესკოში მმართველ პარტიას მეტი რაოდენობის წევრი ეყოლება და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მეორე მხრივ, კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ იქნება ასახული.

ეს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას აკნინებს და ასუსტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საარჩევნო სტრუქტურებში პოლიტიკური პლურალიზმი უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics