21:59 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 15:34:07, 2070 ნახვა

სამართალი
სასამართლომ გერმანიაში ჩადენილი მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მთავარი პროკურატურა  გერმანიაში ჩადენილი მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთაზე განცხადებს ავრცელებს. 

როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე  გ.ჩ.  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ , მეორე ნაწილის  „ე“, მესამე ნაწილის „გ“  და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2013 წლის 23 ივნისს, ღამით, საქართველოს მოქალაქეები - გ.ჩ და ნ.ძ. გერმანიაში ქალაქ ნიურნბერგში, ქურდობის მიზნით   აივნიდან 85 წლის ა.მ.-ს საცხოვრებელ ბინაში შეიპარნენ, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაეღვიძა და თავდამსხმელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.    დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით გ.ჩ.-მ და ნ.ძ.-მ ბინის მეპატრონეს ხელ-ფეხი ელექტრო სადენებით შეუკრეს, თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს, 2500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  მიყენებული დაზიანებების და სასუნთქი გზების გადაკეტვის (გაგუდვის) შედეგად ა.მ. ადგილზე გარდაიცვალა. 
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის გ.ჩ-ს თანამზრახველი ნ.ძ. ნიურნბერგ-ფიურტის მიწის სასამართლოს მიერ იქნა გასამართლებული და  სასჯელის სახედ და ზომად  უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ბრალდებული საქართველოში დაბრუნდა. 
ქართველმა სამართალდამცველებმა გ.ჩ. 2016 წლის 19 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ მეორე ნაწილის „ე“, მესამე ნაწილის „გ“ (მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად და ანგარებით) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია განცხადებაში. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics