22:51 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 19:40:11, 2622 ნახვა

ეკონომიკა
ზაზა შენგელია: „ჩექ ინ ჯორჯია“ არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი

„2017 წელს პრემიერ მინისტრის,  ეკონომიკის მინისტრისა და  თვითონ „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობის ინიციატივით, „ჩექ ინ ჯორჯიას“ პროექტი ძალიან გაიშალა და ეს კარგია, რადგანაც რაც უფრო მეტი პრომოუტერი მიიღებს მასში მონაწილეობას,  რაც უფრო მეტი განაცხადი იქნება მიღებული, მით უფრო იაფი დაუჯდება  სახელმწიფო ბიუჯეტს და ამ მრავალფეროვნებით მოიგებს არამარტო ქართველი მაყურებელი, არამედ ჩამოსული სტუმარიც“, - ამის შესახებ „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და „ჩექ ინ ჯორჯიას“ ორგანიზატორებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო დაიხვეწა. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან, Alter Vision-თან  ერთად ვამზადებთ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის პროექტის ისტორიას, რომელშიც მონაწილეობენ ყველაზე გამოჩენილი, პოპულარული ქართველი შემსრულებლები. სპეციალურად ამ კონცერტისთვის მზადდება განახლებული არანჟირებები,  ვიდეოგრაფია,  ინსტალაციები და ვფიქრობ, მრავალფეროვანი პროგრამა და ძალიან კარგი სანახაობა იქნება“, - განაცხადა ზაზა შენგელიამ.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics