2017-07-17 12:43:55, 2352 ნახვა
სამართალი
„ქალთა მოძრაობა“: მივმართავთ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფის მიმართ
„მოვითხოვთ ე.წ. „ქართული მარშის“ ორგანიზატორების მიერ ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე რეაგირებას“ , - ასე გამოეხმაურა „ქალთა მოძრაობა“ გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის შემცველ კომენტარებს. ორგანიზაცია მედიას, მთავრობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს: „რამდენიმე დღის წინ, 14 ივლისს, თბილისში გაიმართა ე.წ. “ქართველთა მარში” , მკვეთრად ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებებით. მას შემდეგ საკუთრივ აქციის ფეისბუკის გვერდზე, ისევე, როგორც მისი ორგანიზატორების პირად გვერდებზე, ინტენსიურად იწერება სიძულვილით სავსე, რასისტული, ჰომოფობიური, ქალთმოძულე განცხადებები ამ მარშის მოწინააღმდეგეთა მისამართით. 16 ივლისის საღამოს ვითარებამ კულმინაციას მიაღწია - აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის კონსტანტინე მორგოშიამ, გია კორკოტაშვილმა, ბექა ვარდოსანიძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი ონიანმა და მიხეილ ამისულაშვილმა მიზანში ამოიღეს ახალგაზრდა ქალი, რომლის მისამართითაც, გამოიყენეს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და ჯგუფური გაუპატიურების მუქარის შემცველი კომენტარები. ცალსახად შემაშფოთებელ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ ხელისუფლება მყარად დუმს როგორც საკუთრივ აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილით სავსე პროპაგანდის შესახებ. საჯარო სივრცეში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ პროცესების თაობაზე. ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს. ეს სიძულვილი კი უკვე ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს - არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც მარშის ორგანიზატორები შეხედულების თუ პოზიციის გამო აითვალწუნებენ. ვითარებას თვისებრივად ამძიმებს ისიც, რომ სიძულვილის მთესველი ფიგურების მედიაში ხილვა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა - როგორც მოყვითალო ელფერის, “მყვირალა” შოუებში, ისე უფრო სერიოზულ და სიღრმისეულ დისკუსიებზე პრეტენზიის მქონე გადაცემებში. ამ ადამიანებს წარმოგვიჩენენ ლეგიტიმურ “მხარედ” და “პოზიციად” - არადა, წესით, მედია დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს სიძულვილის გავრცელების და გაძლიერების საფრთხეს. ვითარება იმდენად გროტესკული გახდა, რომ უკვე ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფი გვესაუბრება საზოგადოების, ქართველების, ტრადიციების სახელით. მსგავსი ფიგურები “ქართველობას”, როგორც ასეთს, რასიზმთან, სიძულვილთან, ძალადობასთან, ქალთმოძულეობასთან აიგივებენ - რასაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე უნდა შეეწინააღმდეგოს. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოვითხოვთ: მედია საშუალებებმა გამოუცხადონ ბოიკოტი “ქართული მარშის” ორგანიზატორებს, არ მიიწვიონ ისინი გადაცემებში, არ მისცენ ღია ტრიბუნა. გაუპატიურების მხარდამჭერი პირები არ შეიძლება იყვნენ ლეგიტიმური “მხარე”, ან საზოგადოების რომელიმე ნაწილის წარმომადგენლები. მთავრობამ გააკეთოს ოფიციალური განცხადება და გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც ქსენოფობიური მარშის, ისე ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენასთან და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით; შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე; მუქარის ავტორებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის კომენტარებს წერდნენ. პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, კომენტარების ავტორთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათ არ დაუწერიათ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|