2017-07-15 11:05:41, 3507 ნახვა
მსოფლიო
ჰავაის შტატში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
ჰავაის შტატში, ქალაქ ჰანოლულუში, ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი კი, დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედია საშუალების ცნობით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
„ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი, თუმცა ამ ეტაპზე, სიტუაციას ვაკონტროლებთ. უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი“, - განაცხადა ჰანოლულუს მერმა, კირკ ქელდველმა.
ცეცხლი ცათამბჯენის 26-ე სართულზე გაჩნდა და მალევე მოედო ზედა ორ სართულს.
ადგილზე მობილიზებული იყო ასზე მეტი მეხანძრე და ვერტმფრენები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან