2017-07-11 15:38:12, 2731 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიშველაძე: კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა, არსებული პროექტის შეჩერებაა
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არსებული პროექტის შეჩერებაა“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიშველაძის თქმით, საყოველთაო თანხმობის გარეშე, ერთპარტიულად კონსტიტუციის მიღება საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელს არ შეუწყობს. „კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ კონსენსუსის მისაღწევად იმ ფუნდამენტურ საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებაა, რომელიც უკვე განსაზღვრა მთელმა საზოგადოებამ. ესენია: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბონუსის სისტემის გაუქმება, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა, მოსამართლეების დანიშვნის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი. საყოველთაო თანხმობის გარეშე, ერთპარტიულად კონსტიტუციის მიღება არ შეუწყობს ხელს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში ასევე, სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კი, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ცხადდება მზაობა კონსენსუსისთვის, მორე მხრივ კი, ხდება ხაზგასმა, რომ მესამე მოსმენისთვის ვერ მოხდება ძირეული ცვლილებები, არ ქმნის ხელსაყრელ საფუძველს დიალოგისთვის. პრინციპული ცვლილებების გარეშე კი, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა და კონსტიტუციის ლეგიტიმაცია, ვერ მოხდება“,-განაცხადა მიშველაძემ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ჭიაბერაშვილი - საქართველო გზის გასაყარზეა - ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან, უნდა შეწყდეს
საპატრიარქო - ქაშვეთი აქციების დროს, ღამით, ღია აღარ იქნება
„ექსპო ჯორჯიადან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა მიმდინარეობს
ლანდსბერგისი - სამოქალაქო აქტივისტების დაშინება და ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა - დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|