20:35 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 20:39:59, 2606 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ რუსეთს „გაუპრავა“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უშიშროების საბჭო ის ადგილი არ არის, სადაც მცოცავი ოკუპაციის მსგავს საკითხებს განიხილავენ. 

მდინარაძის შეფასებით, მცოცავ ოკუპაციაზე უშიშროების სხდომის მოწვევის თაობაზე დაყენებული მოთხოვნა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა.

„უშიშროების საბჭო ის ადგილი არ არის, სადაც მსგავს საკითხებს განიხილავენ. ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციაა. როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ ახალი ბანერები არ არის დამონტაჟებული. სამწუხაროდ, იგივე საზღვრებში ასეთი ბანერები იყო და დღეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობა ისე აქტიურად არის გაჩაღებული, რომ მსგავსი არასოდეს ყოფილა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ მსგავს ფაქტებს არ შეეგუოს. აქედან გამომდინარე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს იმას, რომ საქართველო ოკუპაციის არანაირ ფორმას არ შეეგუოს. ეს არის ჩვენი ოკუპანტის დღის წესრიგი, რომელსაც საერთაშორისო ყველა მექანიზმი უნდა დავუპირისპიროთ. ჩვენ ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ რუსეთს „გაუპრავა“, - განაცხადა მდინარაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]
ბაჩიაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე ძალადობა არ გამოუვა - არა რუსულ კანონს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics