18:42 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 11:35:13, 2056 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი დეკანოზის ოჯახს: დარწმუნებული ვარ, ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

 „ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენთან, თქვენთან, საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენი საუბარი უნდა ჩაიწეროთ, რომ მერე არ იყოს ლაპარაკი, ეს ვთქვით და ეს არ გვითქვამს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი გაცნობა ხდება ასეთი მძიმე საკითხის განხილვის გამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა. მაგრამ უფალი ბრძანებს: აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე. სიმართლემ უნდა იზეიმოს“, - მიმართა პატრიარქმა დეკანოზის ოჯახის წევრებს.

შეგახსენებთ, საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics