15:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 10:18:37, 2578 ნახვა

მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქალაქ მოსულის მთავარი მეჩეთი ააფეთქეს

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულის მთავარი მეჩეთი ააფეთქა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მეჩეთი ქალაქის დასავლეთით მდებარეობს, სადაც ბოლო დროს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდარ ალ აბადის განცხადეთ, „ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ისტორიული დანაშაული ჩაიდინეს, - ააფეთქეს მეჩეთი ან-ნური და მისი მინარეთი. 

18 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციამ განაცხადა, რომ ერაყის არმია ქვეყნის ძველ ქალაქ მოსულიში სამხედრო მოქმედებებში ჩაერთო.

მედიის ცნობით, ტერორისტები მეჩეთის აფეთქებაში ამერიკის კოალიციას ადანაშაულებენ. აშშ-ში მსგავს ბრალდებებს უარყოფს. 

ცნობისთვის, აღნიშნული მეჩეთი 800 წლის იყო. მეჩეთის ტერიტორიაზე 2014 წელს დაჯგუფების ლიდერმა აბუ ბაკრ ალ-ბაღდადიმ ხალიფათის გამოცხადებამდე მხარდამჭერებს მიმართავდა. ეს მისი პირველი და უკანასკნელი გამოჩენა იყო საზოგადოების წინაშე. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics