2017-06-19 17:31:59, 1163 ნახვა
ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციურ მონარქიაზე პლებისციტის ჩატარებას არ გამორიცხავს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პატრიარქის თითოეული მოწოდება მნიშვნელოვანია. "ჩვენ გვქონდა შეხვედრა პატრიარქთან, მათ შორის ვისაუბრეთ იმ განცხადებებზე, რომელიც კონსტიტუციურ მონარქიას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას და მოწოდებას. მისი სიტყვების მნიშვნელობა დიდია და სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მართვის სისტემას აქვს უპირატესობები, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი. სერიოზული პლუსები აქვს და ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ იქნება პირობები, ეს შეიძლება", - განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება პლებისციტის შესაძლო ჩატარებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია. "ფართოდ უნდა იყოს გამოკითხული საზოგადოების აზრი. მხოლოდ ასეთ პირობებში მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ. |
![]() ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
დღის თემა
როგორ განვითარდა მოვლენები სომხეთში და ვინ არის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერი
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,GUDA TV„-ს და „ნტვ+"-ს ავტორიზაცია შეუჩერა
![]() პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს
![]() დღეიდან საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა
არქივი 2009 წლიდან
|