20:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 15:53:49, 2744 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა

ლონდონში მომხდარ ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, Grenfell Tower-ის ხანძრის დროს დაკარგული ადამიანები ადგილობრივმა პოლიციამ გარდაცვლილებად სცნო, შესაბამისად საუბარია არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომელთა ცხედრები უკვე იპოვეს.

სამართალდამცველების თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ისევ გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ კენსინგტონის უბანში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს, შუაღამით გაჩნდა. ხანძრის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომდე არ დასრულებულა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics