00:33 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 15:52:06, 2031 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ხმალაძე: საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის და კონსტიტუციური მონარქის უფლებამოსილებები, პრაქტიკულად ერთნაირია

კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტს გამორიცხავს.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, კონსტიტუციური მონარქის უფლებამოსილებები და საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უფლებამოსილებები პრაქტიკულად ერთნაირია.

„ისეთივე განსხვავებები შეიძლება იყოს მათ  შორის, როგორც სხვადასხვა საპარლამენტო რესპუბლიკაში, პრეზიდენტის უფლებებს შორის  განსხვავებები, რომლებიც არის არა არსებითი, არამედ უფრო ტექნიკური ხასიათისაა. ამიტომ, უფლებამოსილებათა თვალსაზრისით, პრაქტიკულად არ გვაქვს განსხვავება. განსხვავებაა ფორმაში, იმ ფორმაში, რომლის მიხედვითაც ხდება სახელმწიფოს მეთაურის განსაზღვრა. კონსტიტუციურ მონარქიებში ეს არის მემკვიდრეობითი და რესპუბლიკებში ეს არის არჩევითი. ეს არის განსხვავება. ანუ კონსტიტუციური მონარქიის დროს, ჩვენ ასე ვთქვათ,  ყოველთვის ვიცით, ვინ იქნება მომდევნო მონარქი. იქნება ის, ვისაც მემკვიდრეობით ერგება ეს თანამდებობა. ის შეიძლება იყოს კარგი, შეიძლება იყოს ცუდი, შეიძლება იყოს განათლებული, შეიძლება იყოს  გაუნათლებელი, შეიძლება, ბევრს მოსწონდეს, ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ  როგორც გინდა იყოს, მაინც ყოველთვის ვიცით, ვინ არის. რესპუბლიკებში არჩევნებია,  ვინც  ირჩევს, იქნება პირდაპირი, თუ არაპირდაპირი, ისინი განსაზღვრავენ და მათი პასუხისმგებლობაა,  როგორს აირჩევენ. შეიძლება არჩევანი გააკეთონ კარგი, თუმცა  არც ის არის გამორიცხული, რომ ცუდი არჩევანი გააკეთონ, მაგრამ არის არჩევანის შესაძლებლობა. მონარქის დროს, ასეთი შესაძლებლობა  უბრალოდ არ არსებობს“,-განუცხადა ვახტანგ ხმალაძემ „ექსპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე პატრიარქთან შეხვედრა აუცილებლად გაიმართება. მისივე თქმით, კონსტიტუციურ მონარქიას პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ნამდვილად სიმშვიდე შემოაქვს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics