10:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 15:22:35, 1917 ნახვა

კომენტარი
ხუხაშვილი: აიღოს ირაკლი კობახიძემ ბიბლია და პირდაპირ მასზე ააგოს კონსტიტუცია, ბევრად მარტივი იქნება

ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილის შეფასებით, პოლიტიკური ელიტის მიერ პატრიარქის სიტყვების ბუკვალურად აღქმა, „ფარისევლობაა“.

როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატრიარქის განცხადებას არასწორად იგებენ.

"არა ერთხელ ყოფილა ისეთი ფაქტები, როდესაც პატრიარქს რაღაც უთქვამს, გაუგია ეს პოლიტიკურ ელიტას ბუკვალურად, დაუწყიათ ამაზე სერიოზული მსჯელობა და მერე პატრიარქს გაუკეთებია განმარტება, რომ ის ამას არ გულისხმობდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პატრიარქი გარკვეული სიმბოლიკით, არა პირდაპირ საუბრობს რაღაცაზე და ბუკვალურად იგებს ამას პოლიტიკური ელიტა. მერე ჩვეულებრივი ფარისევლობით, რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ეს აიტაცონ და სერიოზულად იმსჯელონ ამ ყველაფერზე. არ მგონია, რომ პატრიარქის ეს განცხადება პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაგებულიყო. მაგრამ ჩვენი პოლიტიკურ ელიტას საქმე გამოლევია და დიდი მორწმუნეებით, რადგან პატრიარქმა თქვა, რიგში ჩადგნენ ჭკვიანი სახეებით და რაღაცას ბოდავენ. სრულიად არასერიოზულია ეს ყველაფერი, ვინაიდან ჩვენთან არ არსებობს კონსტიტუციური მონარქიის არანაირი ტრადიცია. არსებობს მხოლოდ აბსოლუტური მონარქიის ტრადიცია, ისიც მივიწყებული საუკუნეების წინ. ასე, რომ ეს არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ პოლიტიკური ელიტა არის აბსოლუტურ კრიზისში, ინტელექტუალურში, თუნდაც სარწმუნეობრივში და კიდევ ათას უბედურებაში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის განმარტებით, პატრიარქის სიტყვები, კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, შესაძლოა იყოს სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა არსებობდეს. ხუხაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ტრაგიკომედია უწოდა.

"მაგალითად, ჩვენ ახლა ბიბლია, რომ ავიღოთ და რაც იქ წერია, ყველაფერი ბუკვალურად გავიგოთ იგივეს ნიშნავს. აიღოს, მაშინ ეს ბიბლია კობახიძემ და კონსტიტუციაში დახმარება რომ სჭირდება და რომ ვერ მოაბა ამ საქმეს თავი, ადგეს და პირდაპირ იმაზე ააგოს ეს კონსტიტუცია, ბევრად მარტივი იქნება. სინამდვილეში ეს არის მინიშნებები თუ რა სჭირდება ქვეყანას, რა ტიპის მოდელი სჭირდება იმისათვის რომ ჩაცხრეს და დაწყნარდეს სიტუაცია. საუბარია არა ზუსტად კონსტიტუციურ მონარქიაზე არამედ სულ სხვა რამეზე, ქვეყანაში სტაბილურობაზე. ზოგადად დამახასიათებელია ქართული ელიტისთვის ის ტრაგიკომედია, რაც ახლა თამაშდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ტრაგიკომედია და სხვა არაფერი. ვთხოვდი რობერტ სტურუას, ამ ფარსზე აგებული დიდი სპექტაკლი დადგას. ამაზე ძალიან კარგი სცენარის დაწერა შეიძლება, ყველაფერ ამ უმსგავსობაზე, რაც ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ელიტის მხრიდან", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საკვირაო ქადაგების დროს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს.

პატრიარქს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაეთანხმა, თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხზე დამატებით განცხადებას მხოლოდ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics