15:01 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 12:23:07, 2159 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: შესაძლოა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან მოგვიხდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია პროპორციული საარჩევნო სისტემა არა 2020, არამედ 2024 წლიდან ამოქმედდეს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

"ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები უმრავლესობის წევრებთან. განიხილება ვარიანტები. ერთ-ერთი ვარიანტია ის, რომ შესაძლებელია, ჩვენ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე არა შემდეგი არჩევნებიდან,  არამედ იმის შემდგომი არჩევნებიდან. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩვენ ჩაგვაყენა კონსულტაციების სირთულის კუთხით ისეთივე  მდგომარეობაში,  რა  მდგომარეობაც გვქონდა 2015-2016 წლებში. მაშინ გახსოვთ, მხოლოდ საფეხურებრივად გახდა შესაძლებელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ ინიციატივის წარდგენა. შეიძლება ითქვას, დღეს ვართ იგივე რთულ მდგომარეობაში. შესაძლოა,  მოგვიხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020 არამედ 2024 წლიდან. დაველოდოთ კონსულტაციების შედეგებს",-აღნიშნა კობახიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics