02:30 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 12:59:41, 3105 ნახვა

კულტურა
ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ლეიდენში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

ნიდერლანდების სამეფოს  ქალაქ ლეიდენში, გალერეა „ზონეში“ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი“ გაიხსნა.

გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 21-დან 80 წლამდე ასაკის 22 მხატვარი მონაწილეობს და წარმოდგენილი ნამუშევრები მათ მიერ დანახულ სამყაროზე, ნოსტალგიაზე და მოლოდინზე მოგვითხრობს. გამოფენა თავის სათქმელით მსოფლიოს 65 მილიონი დევნილის საერთო ტკივილსა და საკუთარ სახლებში დაბრუნების ოცნებას ეხმიანება.

გამოფენის ორგანიზატორი   ფონდ „არტექოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი  აფხაზეთის მკვიდრი დალი უბილავა-დე გრააფია.

 ,,აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები შემოქმედებით ცდილობენ  გასცდნენ კონფლიქტებით, ომებით, ტერორით თუ ბუნებრივი კატაკლიზმებით სავსე დროსა და სივრცეს, ხელოვნების ნიმუშები კი მრავალფეროვანი ემოციით, განწყობით და ფილოსოფიით შექმნან“  -განაცხადა დალი უბილავამ

გამოფენის გახსნას დაესწრნენ და სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში- კოტე სურგულაძე   ,  ლეიდენის ვიცე-მერი- მონიკ ვან სანდიკი,  ჰანს ჰორბახი-  ჰოლანდიის ელჩი საქართველოში, ფრიც დაიკსი- ჰოლანდიის ამნესტი ინტერნაციონალის წარმომადგენელი.

 გამოფენას ასევე ესწრებოდნენ თამარ ღვინაძე -საქართველოს კონსული ჰოლანდიაში,  ლოტე ჰაიემა-ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ჰეიდიმარია გურერი -ავსტრიის ელჩი ჰოლანდიაში, მუტი მურდი -ესტონეთის კონსული ჰოლანდიაში, , ისტიაქ აჰმედი -ჰოლანდიაში კუვეიტის ელჩის პირველი მოადგილე.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics