12:04 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 12:27:31, 1513 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

26 მაისს სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება საფრანგეთში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, კატარში, ეთიოპიაში და ა. შ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის  რიშელიეს სახელობის ამფითეატრში, გაიმართება ქართული საღამო ანსამბლ თამარიონისა და საფრანგეთში მოღვაწექართველი მომღერლის, ელგა ფორჩხიძის, მონაწილეობით. საღამოზე ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი  ფილმი საქართველოს შესახებ.

26 მაისს ნორვეგიაში, გაიმართება საზეიმო მიღება, სადაც წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ასევე,  ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სადღესასწაულო მიღებით აღინიშნება დღეს   ლიტვაში, სადაც ასევე  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკისშენობის ფასადზე გამოიფინა საქართველოს გიგანტური დროშა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ ირლანდიის დედაქალაქშიც.   საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. დუბლინის ცენტრშისაქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ასევე ირლანდიაში  ქართული დიასპორის ინიციატივითა და საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება/კონცერტი, რომელშიცმონაწილეობას მიიღებენ ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ურსა",  ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის" მოცეკვავეები და დუბლინში მოქმედი ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი„National Rhythm of Georgia". ასევე, გაიმართება ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება და ღონისძიების სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით გაუმასპინძლდება.

დღესვე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაიმართება კატარში, სადაც საქართველოს საელჩოს შენობაში უმასპინძლებენ სტუმრებს. ქართული სამოსი იქნება წარმოდგენილი სომხეთის დედაქალაქში,სადაც ასევე გაიმართება კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ეთიოპიაში, სადაც 26 მაისს გაიმართება საზეიმო მიღება, მოეწყობა გამოფენა ქართული ანბანის სამ სახეობასთან დაკავშირებით, რომლის შემდგომ სტუმრებს ქართული ღვინითგაუმასპინძლდნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება  მოლდოვასა და სამხრეთ აფრიკაში.

დამოუკიდებლობის დღე უკვე აღნიშნეს თურქეთში, სადაც  25 მაისს გაიმართა საზეიმო მიღება და გამოფენა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.  ხოლო დღეს 26მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უკვე აღინიშნა ბულგარეთში, სადაც 23 მაისს გაიხსნა სპეციალური გამოფენა, ივნისში, ბულგარეთში, აგრეთვე გაიმართება ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები" ტურნე, ხოლოახლო მომავალში, საელჩოს ორგანიზებით, ბულგარულ ენაზე გამოიცემა ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია".

ასევე 23 მაისს, ტალინში საზეიმო მიღებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. საქართველოსდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 23 მაისს ასევე გაიმართა არგენტინაში და ფიჯის რესპუბლიკაში, ხოლო უკრაინის, ქ. ხერსონში - 20 მაისს და ქ.ოდესაში - 23 მაისს, გაიმართა ქართული ცეკვისა დასიმღერის კონცერტები.

კოპენჰაგენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება 24 მაისს გაიმართა. საქართველოსდამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ. რის შემდეგაც, გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალისშესახებ.

ნიუ-იორკში, 24 მაისს გაიმართა ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო, ასევე წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკში მოღვაწე ქართული სიმღერის ანსამბლი.

გერმანიის დედაქალაქში 24 მაისს საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშამი გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია. მუსიკალურად ღონისძიებასაგანგებოდ მიწვეულმა ანსამბლმა „რუსთავმა" გააფორმა. აზერბაიჯანში, ქ.განჯაში 25 მაისს საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმომიღება. ირანში 25 მაისს გაიმართა საზეიმო მიღება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლის პრეზენტაცია.

მომავალ დღეებსა და შემდგომ თვეებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებში, მათშორის: კორეის რესპუბლიკაში, ჩინეთში, ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, საბერძნეთში, ლატვიაში, უკრაინაში, აშშ-ში, ბელარუსში, პოლონეთში, ბელგიაში, ავსტრალიასა დათურქმენეთში.

სლოვაკეთის დედაქალაქში 28 მაისს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრება ბრატისლავაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი. ინდოეთში, ქ. მუმბაიში, 31 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება,  რომელსაც დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ზვიად გონაძე.  იაპონიაში1 ივნისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

აღნიშნული ღონისძიებების კალენდარი, დეტალური ინფორმაციით, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს facebook-ის გვერდზე:

https://www.facebook.com/mfageorgia/app/1195375313845836/




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
საქსტატი - 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics