15:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 19:29:59, 6974 ნახვა

კომენტარი სპორტი
ზურაბ პატარაძემ საკნსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციურ კანონზე ისაუბრა.

როგორც მან ბათუმში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე აღნიშნა,  საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა კონსტიტუციურ კანონს ერთხმად დაუჭირეს მხარი, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს შეხვედრა იმართება ბათუმში, "აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში", კერძოდ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ  ჩვენმა მოსახლეობამ მიიღო ამომწურავი პასუხები. გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციურ კანონს, ერთხმად, მოწინააღმდეგის გარეშე დაუჭირეს მხარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის ეფექტური მართვისთვის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობისთვის. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელსშეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებას", – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics