04:02 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 21:32:09, 1702 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობისთვის მხოლოდ კახი ბექაური დარეგისტრირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთობლივად კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კახი ბექაურის კანდიდატურა წარადგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისიია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არჩევნები 2017 წლის 2 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით. 

კომისიის მოქმედ თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძეს თავმჯდომარეობის ვადა ეწურება. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics