17:08 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 16:38:54, 2173 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „მუდისისა“ და „სტანდარდ ენდ ფუარსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების, „მუდისის" და „სტანდარდ ენდ ფუარსის" ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე მათ საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. 

პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე.

სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. მისი ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიური და ზრდადია.

კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტი 30 პროცენტით, ტურიზმი - 23 პროცენტით, ფულადი გზავნილების მოცულობა კი - 28 პროცენტით გაიზარდა. სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც სრულად ემყარება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. აღნიშნული გეგმისა და მასთან დაკავშირებული რეფორმების მიმართ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა.

ასევე, აღინიშნა, რომ გეგმის ყველა მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის.

ყურადღება გამახვილდა საპენსიო სქემის, კაპიტალის ბაზრის ამოქმედების, განათლების რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) სქემის კანონმდებლობის მიღებისა და სხვა მიმართულებით.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics