2017-04-21 14:20:12, 851 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ვიზიტით ქვემო სილეზიის სავოევოდის მარშლის ოფისისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები იმყოფებიან
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალს, ეჟი მიხალაკს, ქვემო სილეზიის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, იადვიგა შელონგს და ვროცლავის წამყვანი კლინიკების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე; განიხილეს უკვე განხორციელებული, ერთობლივი პროექტები და სამომავლო თამაშრომლობა. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო ჯანდაცვის სფეროში პოლონურ მხარესთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ზურაბ პატარაძემ მათთან საუბრისას ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, ევროპული ქვეყნების სამედიცინო სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას. ზურაბ პატარაძის თქმით, სამედიცინო სფეროში გაცვლითი პროგრამები გარდა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა, სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პოლონეთისა და აჭარის რეგიონის თანამშრომლობაზე ტურიზმისა და საგანმანათლებლო სფეროშიც. პოლონეთი აჭარის რეგიონისათვის ერთ-ერთი პირველი და მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, სადაც აჭარის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიები სხვადასხვა ქალაქებში ყოველწლიურად ხორციელდება. 2016 წელს კი რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით „აჭარის დღეებიც" გაიმართა. აღინიშნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოსა შორის არსებული თანამშრომლობა. საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების კუთხით პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება. ,,ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დიდი პერსპექტივებია. ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა პოლონეთში. ასევე, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სავოევოდოში, ქვედა სილეზიაში. მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. დაიგეგმა კონკრეტული გეგმები. განვიხილეთ პირდაპირი რეისების დანიშვნის თემა. ასევე, ბიზნეს ფორუმების ჩატარების პერსპექტივები.მაღალმთიანი აჭარის განვითარების კუთხით რიგი საინტერესო ღონისძიებები დავგეგმეთ. ვისაუბრეთ აგრარული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ. (NS) ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|