17:40 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 12:23:55, 1884 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: არსებობს ძალიან მტკიცე საფუძველი საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის  სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობაზე, ტურიზმის, ავიაციის, კულტურის, მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა, რომ კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ რეისებს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, რაც, უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ხალხთაშორის კავშირების გამყარებას, ისე ტურიზმის განვითარებას. ქართული მხარის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში უნგრელი ტურისტების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საუბარი შეეხო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ქართველ სტუდენტების სწავლების დაფინანსების მნიშვნელობას.

"მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების გზები. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან არიან უნგრეთის კერძო სექტორის წარმომადგენლები, თქვენი დელეგაციის წევრები. გაიმართება ბიზნესფორუმი, ასევე დღეს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერა. არსებობს ძალიან მტკიცე საფუძველი ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, ასევე მისი შემდგომი დატვირთვისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმება", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ინვესტიციების წახალისების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია", „დამატებითი ოქმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის საგანმანთლებლო გაცვლით პროგრამაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე - როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს
ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics