15:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 12:27:06, 2135 ნახვა

სამართალი
სასამართლომ სამი პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ვ.ჯ. დამნაშავედ სცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტებით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 აგვისტოს ქ. საგარეჯოში, წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევს ვ.ჯ.-ს მეუღლის დეიდაშვილთან თ.ბ.-სთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არსებული ვალის გამო ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. განაწყენებულმა ვ.ჯ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა იმავე დღეს, ღამის საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სახლში მყოფ სიდედრს, სიდედრის დას და მძინარე მდგომარეობაში მყოფ თ.ბ.-ს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე პირი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნენ გადაიყვანილი.

სამართალდამცველებმა ვ.ჯ. იმავე ღამეს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics