06:05 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 23:59:29, 1046 ნახვა

სპეციალური ანონსი
25 მარტის სპეციალური ანონსი

25 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას შეასრულებს.

25 მარტს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ჯანმრთელობის ცენტრის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი ღია კარის დღეს გამართავს და პაციენტებს უფასოდ მოემსახურება. 
მის: თბილისი, ყაზბეგის გამზ.#14ბ, მეორე სართული

25 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ბრიფინგს გამართავს.
მის: თბილისი, B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახის წინ

25 მარტს, 13:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step“ - მიერ ქ. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან: „დედა-სიყვარულის უფრთო ფერია“, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები მონაწილეობენ.
მის: აღმაშენებლის გამზ. #N136, ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეა

25 მარტს, 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება, რომელიც ეხმაურება აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ საგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც 11 წლის გოგონა დაიღუპა. პარლამენტის წინ განთავსდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილი ბანერები/პოსტერები და მიცვალებულის “სასახლე” იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება და 9,000-ზე მეტი ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას.

25 მარტს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან , "გორაზე", გაიმართება საპროტესტო აქცია, ამ ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნისა და სამშენებლო კომპანია m2-ის წინააღმდეგ.

25 მარტს, 18:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA TBILISI) „გერმანია - საქართველო 2017 წლის ფარგლებში“ მოეწყობა გამოფენა-ფორუმი, სახელწოდებით „არქიტექტურა - დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics