05:38 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 19:28:23, 1514 ნახვა

სხვადასხვა
უცხოური მედიის ინფორმაციით, მარტში შესაძლოა წითელი iPhone 7 და iPhone 7 Plus გამოვიდეს

კომპანია Apple-მა მარტის თვეში შესაძლოა წითელი iPhone 7 და iPhone 7 Plus გამოუშვას, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც მედია საშუალებები წერენ, ანონსი კომპანიის გამოფენაზე გაკეთდება, რომელიც მარტშია დაგეგმილი. წითელი iPhone-ის შესახებ სტატია იაპონელმა ბლოგერმაც გამოაქვენა. მისი ინფორმაციით, წითელი iPhone 7 ბაზარზე მარტის ბოლოს გამოჩნდება.

დღემდე iPhone-ი ტელეფონებს რამდენიმე ფერში უშვებს, ესენია: შავი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი.

უცხოური მედია იმავე წყაროზე დაყრდნობით გვიყვება რომ, კომპანია ასევე გეგმავს გაანახლოს iPhone SE​ და მას 128 გიგაბაიტის მახსოვრობა მიანიჭოს.

​ცნობისთვის, კომპანია Apple-ის გამოფენა მარტის თვეშია დაგეგმილი, სადაც iPad-ის ახალ ვერსიებსაც წარადგენენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics