08:37 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 18:41:52, 1105 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა „მესიჯებით“ დაასრულა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით პრობლემები დიდი ხანია არსებობდა. ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა:

„ 2013 წლიდანაა თავმჯდომარის სკაითხი. პირველი კომუნიკაცია და ცხარე დისკუსია ამ თემაზე 2013 წლის თებერვალში გვქონდა, შემდეგ როცა სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა, შემდეგ, როცა მოქალაქეობა ჩამოართვეს“,-აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით  დაასრულა:

„ციხიდან გამოსვლის შემდეგ მესიჯებით მქონდა მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია, რაც დამთავრდა იმით, რომ მისი პოზიციაა, რომ რაც ხდება, იმაში ის არაფერ შუაშია. მე ვუთხარი, მიშა, სადაც შუაში არა ხარ, იქაც თავში ხარ-მეთქი  და რანაირად არ ხარ შუაში ამ  ამბავში-მეთქი, თუ არის საშუალება მოვაწესრიგოთ და ამის შემდეგ იყო, რომ ხალხს კითხეთო და თუ ტელევიზორში საუბრით უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია.  სამწუხაროდ მცირე  კომუნიკაცია გვქონდა. ერთი პროცენტიც რომ ყოფილიყო შანსი გამოვიყენებდი. მინდოდა და ვიქნებოდი ბედნიერი, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო ცივილიზებურად. მიშას მოუვიდა ის, რომ იქ ვერ მიაღწია წარმატებას, იქ ვერ მიაღწია იქ და აი, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ავიღეთ.

ის, რაც დარჩა იქ,  არავითარი მუხრუჭი აღარაა. პარტია მაშინაა ძლიერი, როცაა შიგნით მრავალფეროვნებაა“, - განაცხადა უგულავამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics