23:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 16:07:37, 2862 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, შესაძლოა, ბირთვული არსენალის შემცირების სანაცვლოდ მოხდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პირობას ასახელებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, სანქციების მოხსნა შესაძლოა, ბირთვული არსენალის შემცირების სანაცვლოდ მოხდეს. 

რესპუბლიკელმა კანდიდატმა ასევე რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული კამპანია გააკრიტიკა. მისი შეფასებით, რუსეთის ქმედებებმა სირია საშინელ ჰუმანიტარულ ვითარებამდე მიიყვანა.

ამასთა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელიც გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, მილიონობით მიგრანტის გერმანიაში შეშვება კატასტროფული შეცდომა იყო. ტრამპი ვარაუდობს, რომ დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ევროკავშირს სხვა ქვეყნებიც დატოვებენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics