08:26 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 15:22:43, 1192 ნახვა

პოლიტიკა
ახალმა ფრაქციებმა თბილისის საკრებულოს რეგისტრაციისთვის ოფიციალურად მიმართეს

თბილისის საკრებულოში ახალმა ფრაქციებმა რეგისტრაციისთვის საკრებულოს თავმჯდომარეს და კომისიებს ოფიციალურად წერილობით მიმართეს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მათ საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს ფრაქციის რეგისტრაციის მოთხოვნა, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომის შემდეგ გაეგზავნა.

როგორც ნდირაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება და  ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. 

„ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ დატოვა ნაციონალური მოძრაობა და შეუერთდა გიგა ბოკერიას მცირე ჯგუფს. შესაბამისად, ახალი სახით ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობა. ახალი შემადგენლობით ნაციონალური მოძრაობა საკრებულოშიც და საქართველოშიც ვრჩებით მთავარ ოპოზიციურ ძალად და ვაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ვიქნებით ყველაზე აქტიურები კვლავ და კვლავ და გვექნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თქმით კი, ისინი ენმ-თან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. 

"ჩვენ კოლეგიალურად და ურთიერთ შეთანხმებით გვექნება ერთი მიზანი და ეს მიზანი იქნება ბრძოლა უკეთესი თბილისისათვის, ბრძოლა იმ უნიათო მმართველობის წინააღმდეგ, რომელსაც ნარმანია და მისი გუნდი ახორციელებს", - აცხადებს ახვლედიანი.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics