10:49 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 17:02:41, 803 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგშია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის დელეგაციის მხრიდან საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივას გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შესაბამის ფორმატებში საქართველოს პრობლემატიკის დღის წესრიგში არსებობა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის შედეგია.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს საკითხის დაყენება და ისმხარდამჭერი პოზიციები, რომელიც გამოიხატა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან. ჩვენი ტერიტორიებისოკუპაციის თემა, რუსეთის ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად დღეს საერთაშორისოსაზოგადოების დღის წესრიგშია. მივესალმებით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებშიც მოხდა მისი განხილვა " -განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით,  როგორც გაეროში საქართველოს მისია იტყობინება, 6 დეკემბერს გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულიკონსულტაციები, რომელსაც მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ესწრებოდნენ.

პარტნიორებთან ქართულიმხარის აქტიური მუშაობის შედეგად  უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციების ფარგლებში სხვადასხვა საკითხებისგანხილვისას უკრაინის დელეგაციამ, რომელიც უშიშროების საბჭოში წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისჯგუფის ქვოტით (საქართველო ამ ჯგუფის წევრია) წამოჭრა საკითხი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სოხუმის საოკუპაციორეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. „შეთანხმების"რატიფიკაციის თაობაზე, დაგმო რუსეთის ქმედებები და შეაფასა, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები ასევე გაკეთდა სხვა პარტნიორი სახელმწიფოებისმიერ. უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან არცერთ წევრ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის გარდა, არ გამოუხატავსსაწინააღმდეგო პოზიცია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics