20:20 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 13:28:57, 3054 ნახვა

მსოფლიო
სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, შეტაკებები ძველ ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალეპოს ცენტრს ბოლო 4 წლის განმავლობაში აჯანყებულები აკონტროლებდნენ.

როგორც მედია იტყობინება, ბაშარ ასადის ჯარი აღმოსავლეთ ალეპოს 75% აკონტროლებს.

ცნობისთვის, სამთავრობო ძალები რუსეთის ავიაციის დახმარებით ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებზე შეტევას განაგრძობენ. ოპოზიციის დაქვედმებარებაში არსებულ ტერიტორიაზე ათობით ათასი მშვიდობიანი მოსახლე რჩება. მოსახლეობა საკვების უკმარისობას განიცდიან, გარდა ამისა საავადმყოფოები არ მუშაობენ. 

არსებული ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება დამატებითი ჰუმანიტარული დერეფნების გახნსისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ შეტევებს 2 დღის წინ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics