15:17 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 16:24:21, 1038 ნახვა

რეგიონი
ლევან გორგილაძე შშმ პირთა საკითხებში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრჩეველს კირსტენ ლენცს შეხვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გორგილაძე, მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში კირსტენ ლენცს შეხვდნენ.

შეხვედრას სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე და სააგენტოს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტები თომა კაკაბაძე და სალომე მშვენიერაძე, ასევე, ასოციაცია „გენეზისის“ ხელმძღვანელი ხათუნა ფაღავა ესწრებოდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კირსტენ ლენცის ინტერესს, აჭარის ავრონომიურ რესპუბლიკაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლების კუთხით არსებული მდგომარეობა, მოქმედი სახელმწიფო პროგრამები და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა.

ლევან გორგილაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ 2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას, მათ შორის შშმ პირების.

გარდა აღნიშნულისა, სამინისტო გააგრძელებს 2016 წლის მოქმედ პროგრამებს, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და სოციალურ ადაპტაციას და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics